სიახლეები

28 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვით  

სმირნოვების  მუზეუმში  იხილავთ ექსპოზიზიას “მარიამობიდან- ღვთისმშობლობამდე”.  წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ექსპოზიციაში არსებული ყაზანის, ვლადიმირის და სხვა XVIII -XIX საუკუნეების ღვთისმშობლის ხატების ექსპოზიცია. ექსპოზიცია გაგრძელდება 28 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე

 

 

 

29/08 – 16 სთ.

 

 

სმირნოვების მუზეუმი მასპინძლობს მოსკოვის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის, სპასკოეს საკარმიდამოსა და “მოსკვა-რეკაზე” არსებული ფრანგული შატოს წარმომადგენელს სვეტლანა  ბელოუსს, რომელიც მუზეუმს საჩუქრად გადმოსცემს  საავტორო ფილმს. შატო  დაარსდა XVIII ს-ში გრაფ ტოლსტოის მიერ. XIX ს-ის დასაწყისსა და შუა ხანებში სპასკოეს საკარმიდამოში  სახელმწიფო მოხელე ნიკოლოზ სმირნოვი და მისის მეუღლე ალექსანდრა სმირნოვა-როსეტი სახლობდნენ. 1851 წელს კი, მის ფლიგელში მუშაობდა მ.გოგოლი “მკვდარი სულების” მე-2 ტომზე.    ფილმის პრეზენტაცია გაიმართება სმირნოვების მუზეუმში 29 აგვისტოს 16 საათზე. დასწრება თავისუფალია. 

 

29.10.2018

29 ოქტომბერს “სმირნოვების მუზეუმში” გაიმართა ევგენი პრიმაკოვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ევ. პრიმაკოვის სახ. ქართულ-რუსული ურთიერთობის ცენტრი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრის დირექტორმა- დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ისტორიკოსმა გიორგი ლორთქიფანიძემ, “სმირნოვების მუზეუმის” დირექტორმა ბაია ამაშუკელმა, პოლიტოლოგმა, პროფ. თამარ კიკნაძემ, ჩოხოსანმა კოტე მიქაძემ, არჩილ სიხარულიძემ, უნიჭიერესი უსინათლო მუსიკოსის მიერ შესრულებული კომპოზიციების ფონზე ევგენი პრიმაკოვის ლექსები წაიკითხეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.