შენობა, რომელშიც დღეს „სმირნოვების მუზეუმი მდებარეობს, ძვ. თბილისში, გ.ტაბიძის N 20-ში მდებარეობს. თბილისის ამ უბანში, „სმირნოვების სახლად“ ცნობილი ეს შენობა, 1859 წელს, ცნობილი ვაჭრის, იაგორ თამამშევის თანხებზე, გერმანელი არქიტექტორის, ოტო სიმონსონის პროექტის მიხედვით აიგო. დღეისთვის, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი.
1867 წელს, ოდეისის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტს ამთავრებს მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვი. მიუხედავად იმისა, რომ ის
საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობაზე ოცნებობს. თუმცა, ბედისწერა, მას და მის შთამომოავლობას, სამუდამოდ საქართველოსა და თბილისთან დააკავშირებს. ის კავკასიის მთავარმართებლის განსაკუთრებულ საქმეთა ჩინოვნიკის თანამდებობას ღებულობს და თბილისში სამუშაოდ ჩამოდის. მისი გამზრდელის, იაკობ პოლონსკის მსგავსად, მიხეილიც ფეხით შემოივლის მთელს საქართველოს და ბუნებასა და მცენარეებზე გულდასმით დაკვირვებას აწარმოებს. დაგროვილი ცოდნა კი, მას საქართველოს, კავკასიის, და რუსეთისა და ევროპის გამოჩენილ მეცნიერად აქცევს. საბუნებისმეტყველო მეცნიერების კვლევაში შეტანილი წვლილისთვის, მას, როგორც პირველ კავკასიოლოგს, სამეცნიერო წრეებში “სმირნოვ- კაკაზსკის” სახელითაც მოიხსენებდნენ. მის მიერ აღმოჩენილი კავკასიური მცენარეების ენდემური ჯიშები კი, ლათინურ სახელწოდებებში პირველაღმომჩენის სახელს ინარჩუნებენ.
მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვი დაიბადა 1847 წლის ზაფხულში, ქ. კალუგაში. კალუგის გუბერნატორის, მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვისა და პეტერბურგის ცნობილი ლამზმაზმანისა და იმპერატორის კარის ფრეელინსას, ალექსანდრა ოსიპის ასულ სმირნოვა-როსსსეტის ოჯახში.
თბილისში 1876 წელს, ჩამოსვლის ჩამოსვლის შემდეგ, მიხეილ ნიკოლოზის ძე თბილისში მცხოვრებ მდიდარი ვაჭრის, იაგორ თამამშევის შვილიშვილ ელისაბედ (ლიზა) თამამშევაზე ქორწინდება. ელისაბედმა, ოჯახისგან მზითევში მიცემულ სხვა სიმდიდრესთან ერთად, გ. ტაბიძის N 20 -ში ამჟმად მდებარე სახლიც მიიღო. სწორედ ამ სახლშია განთავსებული ამჟამად „სმირნოვების მუზეუმიც“. ელისაბედსაც, (მიხეილ სმიროვის მსაგავსად, რომელიც მოსკოვის ძველი თავადური გვარის წარმომადგენელი გახლდათ) ძველი სომხური გვარისგან წარმოსდგებოდა. 1876 წელს, მიხილ სმირნოვსა დ ელისაბედ (ლიზა) თამამშევას, შეძნათ ერთადერთი ვაჟი, გიორგი მიხეილს ძე სიმრნოვი. გიორგი მიხელის ძე, უკვე სმირნოვების სახლში მცხოვრები ამ დიდი გვარის მეორე შთამომავალია. მეუღლის, (ნიკოლოზ სმირნოვის) გარდაცვალების შემდეგ, მიხეილის დედა- ალექსანდრა სმირნოვა-როსეტი ხელმეორედ თხოვდება. მოსიყვარულე შვილს, მიხეილს, დედის ხსოვნის უკვდავსაყოფად, გამოჩენილი დედის პეტერბურგის სალონის პუშკინის ეპოქის ნივთები მისივე თხოვნით თბილისში, სახლში გადმოაქვს და აგრძელებს დედის სალონურ ტრადიციას.
სმირნოვების სახლად წოდებული შენობა, მდებარეობდა და მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში(ძვ.თბილისის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ქუჩაზე, რომელიც ჯერ განის, შემდეგ წერეთლის, ამჟამად კი, გ. ტაბიძის სახელს ატარებს.) ტრადიციისამებრ, სახლსა და სმირნოვების (მიხეილისა და ლიზას) ჯახში იმდროინდელი თბილისისა და მისი სტუმრების მთელი კულტურული ელიტა იყრიდა თავს. იმართებოდა პოეზიისა და მუსიკალური საღამოები. ძვ. თბილისის ინტელიგენცია ერთმანეთს მიმდინარე მოვლენებზე აზრს უზიარებდა და სახლში კულტურული ცხოვრება დუღდა. თავად მიხეილი სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული. მიმოწერას აწარმოებდა ნ.ნ.მიკლუხო-მაკლაისთან, პოლ ბროკთან და სხვა მეცნიერებთან. მიხეილ სმირნოვი თანამშრომლობს გუსტავ რადესთან თბილისის კავკასიის მუზეუმში და ბოტანიკურ ბაღთან. სადაც, როგორც უვე ცნობილი ბოტანიკოსი, მონაწილეობს მისი მრავალრიცხოვანი ბიბილოთეკის შექმნაში. პარიზში, ჟურნალ «Revue de antropologie” -ში, ქვეყნდება მისი სტატია კავკასიის ეთნოგრაფიაზე; 1881 წელს მონაწილეობს თბილისში ჩტარებულ სრულიად რუსეთის არქელოგთა მე-5 ყრილობაში. ყრილობის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ: გრაფი ა.ს. უვაროვი, გრაფინიები: პ.ს. და პ.ა. უვაროვები, პ.ა. ვისკოვატოვი, ი.ვ. ცვეტაევი, ნ.ი. კოსტომაროვი, ე.გ. ვაიდენბაუმი, დ.ე. ჩუბინაშვილი, რუდოლფ ვირხოვი და სხვები.
მიხეილ სმირნოვი მრავალი საზოგადოების წვერიც გახლდათ. ის უახლოვდება არაერთ გამოჩენილ მეცნიერს, აკადემიკოსსა და ხელოვანს- აბიხს, რ.ე. ტაურფეტერს, არქიტექტორ ა.ფ. ზალცმანს, თავადებს: ტრუბეცკოის, გ.დ. შერვაშიძესა და სხვებს. მიხეილ სმირნოვი, ასევე არაერთი საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციების წევრიცაა. როგორებიც იყო: „სამედიცინო საზოგადოება“;„კავკასიის არქეოლოგიის მოყვარეულთა საზოგადოება“. ხელმძღვანელობს „კავკასიაში მართლმადიდებლობის აღდგენის კანცელარიას“. არის „რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების განყოფილების“ წევრი; „კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოების“ წევრი;„სოფლის მეურნეობის საზოგადოების“ წევრი და ა.შ. შეუფასებელია მისი წვლილი მეცნიერებაში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ეხებოდა ლინგვისტიკის სფეროს, ისტორიას, ანტროფოლოგიას, გეოგრგაფიას და ბოტანიკას. ფასადაუდებელია მიხეილ სმირნოვის ღაწლი კავკასიის გეობოტანიკური რეგიონირების დაფუძნების საქმეში.
სხვადასხვა დროს, სმირნოვების სახლს სტუმრობდნენ: პ. აივაზოვსკი, ა. რუბინშტეინი, ი. ჭავჭავძე, ი. ჯავახშვილი, ე. ლანსერე. ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე და სხვა ცნობილი პიროვნებები.
„სმირნოვების მუზეუმში“ დგას პიანინო, რომელზეც თბილისში პირველი სტუმრობისას უკრავდა პეტრე ჩაიკოვსკი. ინახება მისი ფოტოც- ავტოგრაფით, რომელიც კომპოზიტორმა სახლის დიასახლისს, ლიზა თამამშევას უძღვნა. ფერენც ლისტის ფოტო კი, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტისა და დიდი კომპოზიტორის, ლისტისგან სამეგობრო სახსოვარს წარმოადგენს.
სმირნოვების სახლში მცხოვრები სმირნოვების მეორე თაობას, მიხეილ სმირნოვისა და ელისაბედ, (ლიზა) თამამშევას შვილი, გიორგი სმირნოვი წარმოადგენს. გიორგი მიხეილის ძე დაიბადა თბლისში, 1876 წელს. აქვე დაამთავრა გიმნაზიაც, სადაც სწავლობდა მომავლში ცნობილ ქართველ ისტორიკოსთან, ივანე ჯავახჯშვილთან ერთად. მათმა მეგობრობამაც, სიცოცხლის ბოლომდე გასტანა.
პეტერბურგის უნივერსისტეტის დამთავრებისა და თბილისის ნიადაგებზე დიპლომის დაცვის შემდეგ, (1901-103წწ.) გიორგი, სტაჟირებას ლეიფციგში, ცნობილ მეცნიერ-პეტროგრაფთან, ფ. ცირკელთან გადის. სატჟირებიდან დაბრუნებული, მიუხედავად პეტერბურგის უნივერსიტეტის შეთავაზებისა- თბილისში ბრუნდება და კავკასიის გეოლოგიის შესწავლას იწყებს. გიორგი მიხეილის ძის სამეცნიერო მოღვაწეობა საკმაოდ ფართოა: 1904 წელს კავკსიის სამთო სამმართველოში მუშაობის შემდეგ, უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასწავლებელთა პირველ როგებშია; 1909 წლიდან კითხულობს ლექციებს ქალთა კურსებზე, სადაც გაიცნობს კიდეც მომავალ მეუღლეს, უგანათლებულეს ქალბატონს- ბარონესას, ევგენია ვლადიმერის ასულ ფონ შლეიერს. როსსეტების, სმირნოვების, თამამშევების, ლორერებისა და ციციშვილების შემდეგ, ფონ შლეირების გვარი, კიდევ ერთი რგოლია სმირნოვ-როსეტების თავადური გვარის გენეტიკურ ჯაჭვში.
1926 წელს გიორგი სმირნოვს პროფესორად ირჩევენ. 1932 წლიდან კი, უკვე „კავკასიის გამოყენებითი მინერალოგიის ინსტიტუტის“ გამყოფილებაში მუშაობს. ისევე, როგორ მამის დამსახურება ბოტანიკაში, ფასადაუდებელია გიორგი სმირნოვის დამსახურებაც საქართველოს რეგიონების სასარგებლო წიაღისეულის შესწვლის საქმეში. მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის და პედაგოგიური საქმიანობისთვის, 1951 წელს, გიორგი სმირნოვი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა და მას დამსახურებული მეცნიერის წოდება მიენიჭა.
გიორგი მიხეილის ძე სმირნოვის გარდაიცვალა 1964 წელს, 88 წლის ასაკში.
რუსეთის უძველესი თავადური გვარის უკანასკნელი წარმომადგენელმა, გიორგი სმირნოვისა და ევგენია ფონ შლეიერის ვაჟმა, მიხეილმა, ბავშვობაში ძვლების ტუბერკულოზი გადაიტანა. რის გამოც დიდი ხნით, საწოლს იქნა მიჯაჭვული. თუმცა, სახელოვანი წინაპრების შრომისმოყვარეობა, სულიერი სიმტკიცე და სამშობლოსადმი მოვალეობის გრნობა, მას სამეცნიერო მოღვაწეობისა და სამშობლოს სამსახურში დგომას შთააგონებდა. დიდი სამამაულო ომის წლებში, მიხეილი ექსტერნად ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტს და სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობს საქართველოს მწერალთა კავშირის რუსულ სექციასთან. დედასთან, ევგენა ფონ შლეირთან ერთად, სათუთად ინახავს და უფრთილდება სახელოვანი დიდი ბებიისა და ოჯახის რელიქვიას, ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტის მემკვიდრეობას. 1984 წელს, მიხეილ სმირნოვი და დედამისი, ურთულეს გადაწყვეტილებას იღებენ და ოჯახის მთელს რელიქვიას- ა.პუშკინის პერიოდის პეტერბურგის სალონის დიდი ბებიის ნივთებს, სახლსა და მათ მფლობელობაში არსებულ მთელს ქონებას მწერათლა კავშირთან არსებულ „მთავარ სარედაქციო მთარგმნელობით კოლეგიას“ გადასცემენ. მიხეილ სიმირნოვის ანდერძიდან ამონაწერი: „ ჩემს საკუთრებაში არსებული ქონება საცხოვრებელი სალი, გარაჟი დაპუშკინის ეპოქის კოლექციის ჩემი კუთვნილი მთელი ქონება, რომლის საფუველზეც შეიქმნა „ ლიტერატურული ურთერთოების სახლი- პუშკინის მემორილი“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია რუსული და ქართული კულტურისთვის და ….. პუშკინის ეპოქის ყველა მემორიალური ნივთი, უნდა ინახებოდეს სახლში, სადაც ისინი ამჟამად იმყოფება, წარმოადგენს რა ერთიან მემორილაურ კომპლექსს“.
„ლიტერატურული ურთერთოების სახლი- პუშკინის მემორილის“ თავმჯდომარედ, მიხეილ სმირნოვის რეკომენდაცით,1991 წელს
დანიშნულ იქნა ოთარ ფილიმონის ძე ნოდია. სმირნოვების სახლი, თავიდან, სწორედ, „ლიტერატურული ურთერთობების სახლი- პუშკინის მემორიალის” სტატუს იძენს. ის საბიუჯეტო ორგანიზციაა და მაშინვე იპყრობს ადგილობრივი პრესისა და ფართო საზოგადოების ყურადღებას. მყარდება ურთერთობები მოსკოვის, ლენინგრადისა და ოდესის პუშკინის მემორიალებთან და მრავალ სამეცნიერო დაწესებულებებთან. 1993 წელს, ცენტრი, საქმიანობის პროფილის შევწროვების გამო სათაურის გამარტივებას ითხოვს და მის ბაზაზე იქმნება „ კულტურულ ურთერთობათა ცეტრი- კავკასიური სახლი“ იქმნება. თავმჯდომარედ, ისევ ოთარ ნოდია დაინიაშნა. 1993 წელს, ოთარ ნოდია გარდაიცვალა და დირექტორის პოსტს ქლატონი ნაირა გელაშვილი იკავებს.
მიხეილ გიორგის ძის სიცოცხლეშივე, 1977 წელს, „ლიტერატურული ურთერთობათა სახლის“ ინიციატივით (სადაც თავად მიხელ სმირნოვიც მუშაობდა), ტარდება პუშკინისადმი მიძღვნილი პირველი საკავშირო კონფერნცია. მომდევნო წელს, 1978 წელს, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ეწყობა გამოფენა „პუშკინის პეტერბურგი“. 1970 წელს კი, “სმირნოვების სახლში”, პუშკინის დაბადებიდან 180 წლისადმი მიძღვნილი მეორე საკავშირო კონფერენცია იმართება. შემდეგომ, ბლოკის კითხვა.
1983 წლის ოქტომბერში პუშკინის მემორიალის შენობაში, მის სამ გარემონტებულ ოთახში პირველი სამეცნიერო ექსპოზიცია გაიხსნა. მემორიალის გვერდით, იმავე მეორე სართულზე, ცხოვრობენ თავად მიხაილი და მისი დედა ევგენია ვლადიმიროვნა სმირნოვა-ვონ შლელერი. 1984 წელს უკვე სერიოზულად დაავადებული მიხეილ გიორგის ძე სმირნოვი ორგანიზებას უწევს ალექსანდრა როსეტის დაბადების 175 წლის იუბილესადმი და გოგოლისადმი მიძღვნილ კონფერენციას.
მიხეილ გიორგის ძე სმირნოვი გარდაიცვალა 1985 წლის 20 იანავარს.იმავე წელს, გადაიცვალა მისი დედა, ევგენია სმირნოვა- ფონ შლეირი. სმირნოვების თბილისური დინასტია აღარ არის, მაგრამ დარჩა მათი ოჯახის უნიკალური მემკვიდრეობა, რომლის საფძველზეც შექმნა „სმირნოვების მუზეუმი“ და რომელიც, ჭეშარტად იმსახურებს, როგორც თბილისის, ისე XIX ს-ის ევროპული კულტურის ხელთუქმნელი მარგალიტის სახელს.